ტოპ 30 ფილმი, რომლებმაც შექმნეს ბოლო ათწლეული

გასული ათწლეულის განმავლობაში უამრავი ფილმი გამოვიდა. მასიური ჩავარდნების მიუხედავად, 2010-2020 წლებში ბევრი ისეთი ფილმი გამოვიდა, რომლებმაც მაყურებელზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.

ტოპ 30 ფილმი, რომლებმაც შექმნეს ბოლო ათწლეული:

1.
THE KING'S SPEECH (მეფის სიტყვა) 2010
 
ფილმი ინგლისის პრინც ალბერტზე მოგვითხრობს. ის ტახტზე ასვლას აპირებს, თუმცა ერთი პრობლემა აქვს.  მეტყველების დეფექტი აქვს და არ შეუძლია ეფექტური კომუნიკაცია. მისი მეუღლის, ელიზაბეტის და ლოგოპედის დახმარებით, ცდილობს დაძლიოს ეს პრობლემა.
ფილმი 2010 წლის ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე ხალხის რჩეული გახდა.
 
2.
The Social Network (სოციალური ქსელი) 2010 
 
"სოციალური ქსელი" ფოკუსირებულია გლობალური სოციალური ქსელის, "ფეისბუქის" შექმნის პროცესზე. 2003 წელს ჰარვარდის კურსდამთავრებულმა მარკ ცუკერბერგმა დაიწყო მუშაობა ქსელის ახალი კონცეფციის შემუშავებაზე. ექვსი წლის შემდეგ ის ხდება ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი, მაგრამ უნდა მოაგვაროს პირადული და ლეგალური პრობლემები.
ფილმის სცენარი დაფუნნებულია ბენ მეზრიჩის წიგნზე "შემთხვევითი მილიარდერები".
 
3.
Black Swan (შავი გედი) 2010
 
მოქმედება ვითარდება ნიუ-იორკის ერთ-ერთ პრესტიჟულ საბალეტო სტუდიაში წამყვანი ბალერინას, ნინას, გარშემო. მან გედების ტბაში მთავარი როლი უნდა შეასრულოს, თუმცა კონკურენტი გამოუჩნდება ლილის სახით. პრემიერის მოახლოებასთან ერთად ორ ბალერინას შორის დაძაბულობა მატულობს.
 
4.
Django Unchained (მონობისგან გათავისუფლებული ჯანგო) 2012
 
ყოფილი მონა ცდილობს მეუღლის გათავისუფლებას, რომელიც სასტიკი მისისიპელი მიწათმფლობელის კელვინ ქენდის პლანტაციაზე იმყოფება.
 
5.
The Dark Knight Rises (ბნელი რაინდის აღზევება) 2012
 
8 წლის შემდეგ ბეტმენი იძულებულია გამოჩნდეს და იბრძოლოს ბოროტების წინააღმდეგ, რომელსაც სათავეში ტერორისტი, სახელად ბეინი უდგას. ფილმი კრისტოფერ ნოლანის ამბიციური ფრენჩაიზის დასასრულია.
 
6.
Prisoners (გატაცებულები) 2013
 
ფილმი მოგვითხრობს კელერ დოვერზე, რომლის 6 წლის ქალიშვილიც გაიტაცეს. ვინაიდან სიტუაცია ძალიან მძიმედ გამოიყურება, კელერი საქმის გამოძიებას თავად გადაწყვეტს.
 
7.
The Wolf of Wall Street (მგელი უოლ-სთრითიდან) 2013
 
მარტინ სკორსეზესა და ლეონარდო დიკაპრიოს მორიგი თანამშრომლობის დიდი შედეგი. ფილმი ვითარდება 1987 წელს და მოგვითხრობს ჯორდან ბელფორტზე, რომელიც მოგვიანებით თავის ფირმას დააარსებს და უზარმაზარ ქონებას შეიძენს მდიდარი ინვესტორების მოტყუებით.
 
8.
Inception (დასაწყისი) 2013
 
დომ კობს შეუძლია შეაღწიოს ადამიანების ოცნებებში და მოიპაროს ინფორმაცია. იშვიათი ნიჭი მას ჯაშუშთა სამყაროში შეუცვლელს ხდის, მაგრამ ამავე დროს, ეს სამყარო ართმევს ყველაფერს, რაც უყვარდა.
 
9.
Before Midnight (შუაღამემდე) 2013
 
"შუაღამემდე" არის რიჩარდ ლინკლეიტერის ტრილოგიის ნაწილი.
9 წლის შემდეგ, ჩვენ ისევ შევხვდებით ჯესისა და სელინს საბერძნეთში. თითქმის ორი ათწლეული გავიდა მათი პირველი შეხვედრიდან მატარებელში, რომელიც ვენაში მიდიოდა.
 
10.
12 Years a Slave (მონობის 12 წელი) 2013
 
2013 წლის ეპიკურ-ისტორიული ფილმი. დაფუძნებულია სოლომონ ნორთაპის რეალურ ისტორიაზე და მის მიერ 1853 წელს გამოცემულ მემუარებზე.
 
11.
Her (მისი) 2013
 
ფილმის მოქმედება ახლო მომავალში ვითარდება, სადაც ყველაფერი კომპიუტერიზებულია. ფილმმა რამდენიმე ნომინაცია და ჯილდო მიიღო.
 
12.
Gone Girl (გაუჩინარებული გოგონა) 2014
 
დევიდ ფინჩერის 2014 წლის თრილერი. დაფუძნებულია ჯილიან ფლინის ამავე სახელწოდების რომანზე.
 
13.
Installer (ინტერსტელარი) 2014
 
სიუჟეტის მიხედვით, ასტრონავტების გუნდი "თხუნელის სოროში" მიემგზავრება, სადაც ახალ დასახლებულ პლანეტას ეძებს. ფილმის სცენარი სხვა სცენართან შერწყმით დაიწერა, რომელიც ჯონათანმა 2007 წელს, კრისტოფერის მიერ შემოთავაზებული იდეების საფუძველზე შექმნა.
 
14.
The Hobbit: The Battle of the Five Armies  (ჰობიტი: ხუთი ლაშქრის ბრძოლა) 2014
 
2014 წლის ეპიკური ფენტეზის სათავგადასავლო ჟანრის ფილმი, რომლის რეჟისორიც პიტერ ჯექსონია.  ეს არის მესამე და უკანასკნელი ნაწილი "ჰობიტის" კინოტრილოგიაში, რომელიც ეფუძნება ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის ამავე სახელწოდების რომანს.
 
15.
The Grand Budapest Hotel (სასტუმრო "გრანდ ბუდაპეშტი") 2014 
 
ფილმში, რეიფ ფაინზი თანამშრომელთან ერთად ცდილობს დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, რადგან ის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. სცენარისტებმა ფილმის სცენარის იდეა მათ შტეფან ცვაიგის რომანიდან აიღეს.
 
16.
Whiplash (შეპყრობილი) 2014
 
ფილმი ასახავს ახალგაზრდა სტუდენტი დრამერისა და პერფექციონისტი პედაგოგისა და დირიჟორის ურთიერთობას.
 
17. S
potlight (ყურადღების ცენტრში) 2015
 
ფილმი დაფუძნებულია სერიალ "ყურადღების ცენტრზე". ფილმი პირველად ვენეციის კინოფესტივალზე აჩვენეს და მაყურებელს "გაეცინა", როდესაც ფილმში აღნიშნეს რომ განვითარებული მოვლენების შემდეგ კარდინალ ბერნარდ ლოუ რომში საპატიო თანამდებობაზე დანიშნეს.
 
18.
The Revenant (გადარჩენილი) 2015
 
"გადარჩენილი" 2015 წლის ამერიკული ვესტერნის ჟანრის, ნახევრად ბიოგრაფიული დრამაა, რომლის რეჟისორიც ალეხანდრო ინიარიტუა. ფილმი ნაწილობრივ დაფუძნებულია მაიკლ პანკეს, ამავე სახელწოდების რომანზე, სადაც აღწერილია 1823 წელს, კოლონიზატორ ჰიუ გლასის გამოცდილება.
 
19. M
ad Max: Fury Road (შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა) 2015
 
აპოკალიფსური ამბავი ჩვენს პლანეტაზე განვითარდება და მოგვიყვება ადამიანებზე, რომლებიც უდაბნოში არიან ჩარჩენილები და გადარჩენისათვის ბრძოლა უწევთ.
 
20.
La La Land (ლა ლა ლენდი) 2016 
 
ამერიკული ტრაგიკომედიური მიუზიკლია, რომლის მსოფლიო პრემიერაც 2016 წლის 31 აგვისტოს ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმი მოგვითხრობს ჯაზ-პიანისტის შესახებ, რომელსაც უყვარდება ახალგაზრდა მსახიობი ლოს-ანჯელესიდან.
 
21.
Arrival (ჩამოსვლა) 2016
 
ფილმი მოგვითხრობს შეერთებული შტატების არმიაში გაერთიანებული ენათმეცნიერის ამბავს, რომელიც ცდილობს როგორმე დაუკავშირდეს დედამიწაზე ჩამოსულ უცხოპლანეტელებს. ფილმი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრისაა და შექმნილია ტედ ჩიანგის 1998 წლის მოთხრობის "შენი ცხოვრების ამბავი" მიხედვით.
 
22.
Dunkirk (დიუნკერკი) 2017
 
"დიუნკერკი" მოვლენებს სამი კუთხით აჩვენებს – საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო რაკურსებიდან. მასში მინიმალური რაოდენობის დიალოგები ჟღერს, ვინაიდან ნოლანს სურდა, მღელვარება გამოეწვია ოპერატორისა და მუსიკის დახმარებით. ფილმში გამოიყენება დიდი რაოდენობის პრაქტიკული ეფექტები, მრავალი დუბლიორი, ნავები და მეორე მსოფლიო ომის პერიოდის თვითმფრინავები. იგი აღწერს მეორე მსოფლიო ომის მოვლენას - დიუნკერკის ბრძოლას.
 
23.
Blade Runner 2049 (დანის პირზე მორბენალი) 2017
 
"დანის პირზე მორბენალი 2049" არის "დანის პირზე მორბენალის", 1982 წლის ფილმის გაგრძელება. სიუჟეტი ვითარდება ორიგინალური ფილმის მოვლენებიდან 30 წლის შემდეგ. ბიოინჟინერული ტექნოლოგიით შექმნილი კეი აღმოაჩენს ფეხმძიმე რეპლიკანტის ნარჩენებს. ადამიანებსა და რეპლიკანტებს შორის შესაძლო ომის თავიდან აცილების გამო მას ავალებენ, იპოვოს რეპლიკანტის ბავშვი და გაანადგუროს მისი ნებისმიერი კვალი.
 
24.
Logan (ლოგანი) 2017
 
ფილმი შთაგონებულია მარკ მილარის და სტივ მანნივენის "მოხუცი ლოგანით", აღწერს უფრო ასაკოვანი სამურავის მოგზაურობას კლონ ქალიშვილ ლორა კინისთან და მათ ბრძოლას ბოროტ ზენდერ რაისთან და დონალდ პირსთან.
 
25.
Star Wars: The Last Jedi (ვარსკვლავური ომები: უკანასკნელი ჯედაი) 2017
 
"უკანასკნელი ჯედაი" არის ფიშერის მონაწილეობით გადაღებული უკანასკნელი ფილმი და ეძღვნება მის ხსოვნას. კრიტიკოსებმა განსაკუთრებით აღნიშნეს მისი სიუჟეტური განვითარება, მსახიობთა შემადგენლობა, მოქმედებითი სცენები, ეფექტები, საუნდტრეკი და ემოციური დატვირთვა.
 
26.
Hacksaw Ridge (ჰაქსოუს გმირი) 2017
 
"ჰაქსოუს გმირი" 2016 წლის ბიოგრაფიული საომარი ფილმია, რომელიც დაფუძნებულია 2004 წლის დოკუმენტურ ფილმზე "კეთილსინდისიერი მოწინააღმდეგე". ფილმში მოქმედება მეორე მსოფლიო ომის დროს მიმდინარეობს, მთავარი გმირი კი დესმონდ დოსია, ამერიკელი პაციფისტი საბრძოლო ექიმი, რომელმაც, როგორც მეშვიდე დღის ადვენტისტმა ქრისტიანმა, უარი თქვა ნებისმიერი სახის იარაღის ან ცეცხლსასროლი იარაღის ტარებაზე ან გამოყენებაზე. დოსი გახდა პირველი კეთილსინდისიერი მებრძოლი, რომელსაც ღირსების მედალი მიენიჭა ოკინავას ბრძოლის დროს გამოჩენილი სიმამაცისთვის.
 
27.
The Greatest Showman  (დიდებული შოუმენი) 2017
 
მუსიკალური ნომრებისა და ეგზოტიკური შესრულების მოყვარულთათვის ეს ფილმი შესანიშნავი არჩევანია. ფილმი მოგვითხრობს სკანდალურ ამერიკელ მეწარმეზე, მისტიკის ოსტატზე, რომელმაც შეძლო წარმატების მოპოვება მისი ოსტატობის მეშვეობით და დააარსა საკუთარი სახელობის ცირკი.
 
28.
Black Panther (შავი პანტერა) 2018
 
"შავი პანტერა" დაფუძნებულია მარველის კომიქსის ამავე სახელწოდების პერსონაჟზე.
ტიჩალა - ვაკანდას ძველი სამეფოს ახალი მმართველია, რომელმაც სამეფო განადგურებისგან უნდა დაიცვას.
"შავი პანტერა" მარველის კინოსამყაროს რიგით მე-19 ფილმია, რომელიც 2018 წლის 10 საუკეთესო ფილმთა შორის დაასახელეს.
 
29.
Avengers: Infinity War (შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი) 2018
 
მარველის კიდევ ერთი ეპიკური ფილმი "შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი" მოგვითხრობს სუპერგმირებზე, რკინის კაცზე, ჰალკზე, თორზე და სხვა შურისმაძიებლებზე. ისინი გაერთიანდებიან ბოროტი თანოსის დასამარცხებლად. სამყაროს საშინელი საფრთხე ემუქრება და ახლა მხოლოდ შურისმაძიებლებს შეუძლიათ მისი შეჩერება…
 
30.
Parasite (პარაზიტი) 2019
 
"პარაზიტი" ღარიბი ოჯახის შესახებ მოგვითხრობს, რომლის წევრებიც მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებად თავის წარმოჩენის გზით შეძლებულ ოჯახში ახერხებენ დასაქმებას.
 
კომენტარები