imovs.ge

IMDB: 7.3

ეშვი Dogtooth


გამოშვების წელი: 2009

ჟანრები: ფილმები, დრამა

რეჟისორი: გიორგოს ლანთიმოსი

როლებში: კრისტოს სტერგიოგლუ, მიშელ ველი, აგელიკი პაპოულია, ხრისტოს პასალისი, მარი ტსონი


აღწერა: ქალაქის განაპირას მდგარ სახლში დედა, მამა და სამი შვილი ცხოვრობს. სახლი მაღალი ღობით არის გარშემორტყმული, რომლის გარეთაც ბავშვები არასოდეს გასულან. ისინი იზრდებიან, სწავლობენ და თამაშობენ ისე, როგორც მათ მშობლებს სურთ. გარე სამყაროდან სახლში შემოსვლა მხოლოდ კრისტინას შეუძლია, რომელსაც იწვევენ იმისათვის, რომ უფროსმა ვაჟიშვილმა სექსუალური სურვილები დაიკმაყოფილოს. უფროსმა შვილებმა იციან ოჯახის მთავარი კანონი: არ შეიძლება სახლის დატოვება, სანამ მთავარ ეშვს არ მოიცვლი. ისინი უკვე დიდი ხანია ამ მომენტს ელიან. მაგრამ წარმოდგენა არ აქვთ, რომ ეს დრო არ დადგება არასოდეს.



რეგისტრაცია