
ფანტასტიკური ოთხეული: პირველი ნაბიჯები
The Fantastic 4: First Steps

Marvel-ის ამავე სახელწოდების კომიქსებზე დაფუძნებული ფილმის გადატვირთვა, რომელშიც მოვლენები. 1960-იან წლებში ვითარდება და მოგვითხრობს ოთხი წევრისგან შემდგარი მეცნიერთა გუნდის შესახებ, რომლებიც იგზავნებიან კოსმოსში, სადაც ისინი რადიოაქტიურ დასხივებას მიიღებენ. შედეგად, დედამიწაზე დაბრუნებისთანავე გმირები საკუთარ თავში ზეადამიანურ შესაძლებლობებს აღმოაჩენენ. ესენი არიან: მისტერ ფანტასტიკი, გენიოსი მეცნიერი და გუნდის ლიდერი, რომელიც საკუთარ სხეულს საოცარ სიგრძეს და ფორმას ანიჭებს; უჩინარი ქალი, რომელიც უხილავი ხდება და ავრცელებს ენერგიის უხილავ ველებს; ადამიანი ჩირაღდანი, რომელიც ქმნის ალს, მასში იმალება და დაფრინავს; საგანი, მათი ბუზღუნა, მაგრამ კეთილმოსურნე მეგობარი, რომელიც მის ხორცში ქვის მსგავსი მასალის არსებობის გამო ფლობს დიდ სუპერგმირულ ძალას და შეუპოვრობას, გადაწყვეტენ იბრძოლონ სამართლიანობისთვის “ფანტასტიკური ოთხეულის” შემადგენლობაში.
რეჟისორი: მეთ შეკმანი
როლებში: პედრო პასკალი, ვანესა კირბი, ჯოზეფ ქუინი, ებონ მოსს-ბაქრაკი, რალფ აინესონი, ჯულია გარნერი
ფილმის სიუჟეტი:
Marvel-ის ამავე სახელწოდების კომიქსებზე დაფუძნებული ფილმის გადატვირთვა, რომელშიც მოვლენები. 1960-იან წლებში ვითარდება და მოგვითხრობს ოთხი წევრისგან შემდგარი მეცნიერთა გუნდის შესახებ, რომლებიც იგზავნებიან კოსმოსში, სადაც ისინი რადიოაქტიურ დასხივებას მიიღებენ. შედეგად, დედამიწაზე დაბრუნებისთანავე გმირები საკუთარ თავში ზეადამიანურ შესაძლებლობებს აღმოაჩენენ. ესენი არიან: მისტერ ფანტასტიკი, გენიოსი მეცნიერი და გუნდის ლიდერი, რომელიც საკუთარ სხეულს საოცარ სიგრძეს და ფორმას ანიჭებს; უჩინარი ქალი, რომელიც უხილავი ხდება და ავრცელებს ენერგიის უხილავ ველებს; ადამიანი ჩირაღდანი, რომელიც ქმნის ალს, მასში იმალება და დაფრინავს; საგანი, მათი ბუზღუნა, მაგრამ კეთილმოსურნე მეგობარი, რომელიც მის ხორცში ქვის მსგავსი მასალის არსებობის გამო ფლობს დიდ სუპერგმირულ ძალას და შეუპოვრობას, გადაწყვეტენ იბრძოლონ სამართლიანობისთვის “ფანტასტიკური ოთხეულის” შემადგენლობაში.
მსგავსი ფილმები

გამოშვების წელი: 2024
ჟანრი: ფილმები ქართულად, დრამა, კრიმინალური
რეჟისორი: ჯეფ ნიკოლსი
როლებში: ოსტინ ბატლერი, ტომ ჰარდი, ჯოდი კომერი, მაიკლ შენონი, მაიკ ფეისტი, ბოიდ ჰოლბრუკი
ფილმის აღწერა:
დენი ლაიონის 1968 წლის ამავე სახელწოდების ფოტოწიგნზე დაფუძნებული კრიმინალური დრამა, რომელშიც მოვლენები 1960-იან წლებში შუა დასავლეთში ვითარდება და ბაიკერების კლუბის შექმნის და მათი აღზევების შესახებ მოგვითხრობს. ათწლეულის განმავლობაში კლუბი ადგილობრივი აუტსაიდერების თავშეყრის ადგილიდან გადაიქცევა ბოროტ ბანდად, რომელიც ემუქრება მათ, ვინც არ იზიარებს მის პრინციპებს. თანდათან, ჩვეული ცხოვრების წესიდან ჯგუფის წევრები გადადიან უფრო ბნელ რიტუალებსა და პრაქტიკაზე, რაც საფრთხეს უქმნის მათ თავისუფლებას, ცხოვრების უნიკალურ წესს და ზოგადად არსებობას.

გამოშვების წელი: 2025
ჟანრი: ფილმები ქართულად, საოჯახო, კომედია, სამეცნიერო ფანტასტიკა, ანიმაცია
რეჟისორი: დინ ფლეიშერ-კემპი
როლებში: ჰანა უოდინგემი, სიდნი აგუდონგი, თია კარერე, ბილი მაგნუსენი, მაია კეალოჰა
ფილმის აღწერა:
2002 წლის ფანტასტიკური ანიმაციური ფილმის “ლილო და სტიჩი” რიმეიკი, რომელშიც მოვლენები ვითარდება ჰავაიში და მოგვითხრობს მარტოხელა გოგოს, ლილოსა და ძაღლი/კოალას მსგავსი უცხოპლანეტელის, სახელად სტიჩის შორის ჩამოყალიბებული მეგობრობის შესახებ. სტიჩი, რომელიც შექმნილია ქაოსისა და ნგრევისთვის, ახალგაზრდა გმირს ეხმარება დანგრეული ოჯახის აღდგენაში. პროცესში მონაწილეობენ უცხოპლანეტელები, სოციალურ მუშაკები და ოჯახური კავშირების იდეა.

გამოშვების წელი: 2022
ჟანრი: სერიალები, დრამა, თრილერი, ფანტასტიკა
რეჟისორი: ვინჩენცო ნატალი, ოლრიკ რაილი
ფილმის აღწერა:
უილიამ გიბსონის ამავე სახელწოდების რომანზე დაფუძნებული ფანტასტიკური სერიალი, რომელშიც მოვლენები ახლო მომავალში ვითარდება და სამხრეთ ამერიკაში მდებარე სოფელში მცხოვრები ახალგაზრდა ფლინ ფიშერის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც მუშაობს ადგილობრივ 3D ბეჭდვის მაღაზიაში და შოულობს საჭირო დამატებით ფულს ვირტუალური თამაშების საშუალებით. ერთ ღამეს ის გარნიტურას იკეთებს და მოულოდნელად აღმოჩნდება ფუტურისტულ ლონდონში – გლუვ და იდუმალ სამყაროში. მაგრამ ეს არ ჰგავს არცერთ თამაშს, რომელიც მას მანამდე უთამაშია: ფლინი იწყებს იმის გააზრებას, რომ ეს არ არის ვირტუალური რეალობა… ეს რეალურია. ვიღაცამ ლონდონში, სამოცდაათი წლის შემდეგ, იპოვა გზა ფლინის სამყაროში. და რამდენადაც მიმზიდველი არ უნდა იყოს ლონდონი… ის ასევე საშიშია. როდესაც ფლინი ეძებს ვინ დააკავშირა მათი სამყაროები და რა მიზნით, მისი აქ ყოფნა სახიფათო ძალებს აამოქმედებს, რომლებიც გეგმავენ გაანადგურონ ფლინი და მისი ოჯახი საკუთარ სამყაროში.

გამოშვების წელი: 2019
ჟანრი: ფილმები ქართულად, დრამა, საშინელება, ფენტეზი
რეჟისორი: მაიკ ფლენეგანი
როლებში: რებეკა ფერგიუსონი, ემილი ელინ ლინდი, ევან მაკგრეგორი, ჯეიკობ ტრემბლი
ფილმის აღწერა:
სტივენ კინგის ამავე სახელწოდების ბესტსელერის ეკრანიზაცია და ლეგენდარული “ნათების” სიქველი, რომელშიც მოვლენები 40 წლის შემდეგ ვითარდება და დენი ტორენსის შესახებ მოგვითხეობს, მწერლის ვაჟი, რომელსაც სტენლი კუბრიკის ფილმში “ნათება” ჯეკ ნიკოლსონი თამაშობდა. ოთხი ათწლეულის მანძილზე ის ფსიქოლოგიური ტრავმის შედეგებს ებრძვის, რომელსაც იზოლირებულ სასტუმრო “ოვერლუკში” მას და მის მშობლებს თავს გადამხდარი მოვლენები გამოიწვევს. დენი მისი მისტიკური შესაძლებლობების – “ნათების” – ჩახშობას ალკოჰოლის დახმარებით ცდილობს, რითაც იგი მამის კვალს მიჰყვება. მაგრამ ერთ დღეს ის სმის მიტოვებას გადაწყვეტს და ჰოსპისში დაიწყებს მუშაობას, სადაც უიმედო ავადმყოფ პაციენტებს ეხმარება და თავისი ნიჭის დახმარებით, მათ სიკვდილისთვის ამზადებს. ასე იღებს დენი მეტსახელს “ექიმი ძილი”. საავადმყოფოში მთავარი გმირი გოგონას აბრა სტოუნს შეხვდება, რომელიც ასევე ზებუნებრივ შესაძლებლობებს ფლობს. გოგონა დენის იდუმალი ჯგუფის შესახებ უამბობს, რომლის წევრები ენერგეტიკული ვამპირები არიან – ფსიქიკური არსი, რომლებიც “ნათების” ნიჭით დაჯილდოებული ადამიანების სიკვდილის დროს ჩნდებიან. აბრა შემთხვევით თვითმხილველი ხდება იმასა, თუ როგორ კლავენ იდუმალი ჯგუფს წევრები ბიჭს, ხოლო შემდეგ თავად გახდება მათი სამიზნე. გოგონა დენის მიმართავს დასახმარებლად, და ერთად ისინი იდულამ ჯგუფს უპირისპირდებიან.

გამოშვების წელი: 2023
ჟანრი: ფილმები ქართულად, დრამა, სათავგადასავლო, მძაფრ-სიუჟეტიანი
რეჟისორი: სკოტ ბეკი
ფილმის აღწერა:
სამეცნიერო-ფანტასტიკური თრილერი, რომელშიც მოვლენები უახლოეს მომავალში ვითარდება და ახალგაზრდა ასტრონავტის, მილსის შესახებ მოგვითხრობს, რომლის კოსმოსური ხომალდი მთელი რიგი მოვლენების შემდეგ, იდუმალ პლანეტაზე ჩამოვარდება, სადაც მთავარი გმირი მოულოდნელად აღმაჩენს, რომ ის რეალურად დედამიწაზე ჩამოვარდა… 65 მილიონი წლით უკან. ახლა გადარჩენის მხოლოდ ერთი შანსით, მილსმა და ერთადერთმა გადარჩენილმა გოგონამ, კოამ, უნდა გაიარონ უცნობი რელიეფი, რომელიც სავსეა საშიში პრეისტორიული არსებებით და გადარჩენენ ეპიკურ ბრძოლაში.

გამოშვების წელი: 2023
ჟანრი: ფილმები ქართულად, სათავგადასავლო, კომედია, მძაფრ-სიუჟეტიანი, ფენტეზი
რეჟისორი: ჯონ ფრენსის დეილი, ჯონათან მ. გოლდსთეინი
როლებში: მიშელ როდრიგესი, კრის პაინი, ჰიუ გრანტი, პერე-ჟან პეიჯი, ჯასტინ სმიტი
ფილმის აღწერა:
ამავე სახელწოდების ლეგენდარული ფენტეზური სამაგიდო როლური თამაშის ეკრანიზაცია, რომელშიც მოვლენები გამოგონილ ზღაპრულ-სამყაროში ვითარდება, სადაც დრაკონები და ორკები, გნომები და ელფები, ჯადოქრები და რაინდები ერთად ცხოვრობენ. მათ ფანტასტიკური თავგადასავლები ელოდებათ, სადაც დაკარგული რელიქვიის საპოვნელად, მომხიბვლელი ქურდი და მისი ავანტიურისტთა ჯგუფი ეპიკურ ძარცვას გეგმავენ, მაგრამ ყველაფერი თავდაყირა დგება, როდესაც ისინი ბოროტ ადამიანებს წააწყდებიან.

გამოშვების წელი: 2025
ჟანრი: ფილმები ქართულად, ანიმაცია, მძაფრ-სიუჟეტიანი, დეტექტივი, კომედია, კრიმინალური, საოჯახო
რეჟისორი: პიერ პერიფელი
როლებში: სემ როქუელი, მარკ მერონი, კრეიგ რობინსონი, ენტონი რემოსი
ფილმის აღწერა:
აარონ ბლებისი ამავე სახელწოდების საბავშვო წიგნების სერიებზე დაფუძნებული 2022 წლის ანიმაციური ფილმის “ცუდი ბიჭები“ გაგრძელება ყველასათვის საყვარელი ცხოველი ბოროტმოქმედების, ახლა უკვე გამოსწრებული ცუდი ბიჭების შესახებ, რომლებიც მთელი ძალებით ცდილობენ (ძალიან, ძალიან გულმოდგინედ) იყვნენ კარგები, მაგრამ ამის ნაცვლად აღმოჩნდებიან ჩათრეულები სარისკო და გლობალურ ძარცვაში, ორგანიზებული ბოროტმოქმედების ახალი გუნდის, რომელსაც გმირები ვერც კი წარმოიდგედნენ: ცუდი გოგოების მიერ.

გამოშვების წელი: 2024
ჟანრი: ფილმები ქართულად, ფანტასტიკა, მძაფრ-სიუჟეტიანი, საშინელება
რეჟისორი: ბრაიან ტეილორი
როლებში: ჯეკ კესი, ლეა მაკნამარა, ადელინ რუდოლფი, ჯეფერსონ უაითი
ფილმის აღწერა:
მოვლენები ვითარდება 1950-იან წლებში, რომელიც მოგვითხრობს ჰელბოისა და პარანორმალური კვლევისა და თავდაცვის ბიუროს ახალი აგენტის, პარაფსიქოლოგი ბობი ჯო სონგის შესახებ, რომლებიც მიდიან სოფლად აპალაჩიაში, სადაც აღმოაჩენენ ჯადოქრებით დასახლებულ პატარა საზოგადოებას, რომელსაც ადგილობრივი უხუცესი, დემონი კუზიანი კაცი ხელმძღვანელობს, რომელიც დაბრუნდა დედამიწაზე ეშმაკისთვის სულების შესაგროვებლად, რომელსაც შემაშფოთებელი კავშირი აქვს ჰელბოის წარსულთან.

გამოშვების წელი: 2024
ჟანრი: ფილმები ქართულად, დრამა, მძაფრ-სიუჟეტიანი, ფანტასტიკა, კრიმინალური
რეჟისორი: ჯეფ ჩანი
როლებში: რობი ამელი, სტივენ ამელი, ალექს მალარი უმც., სირენა გულამგაუსი, აარონ აბრამსი
ფილმის აღწერა:
ამავე სახელწოდების მოკლემეტრაჟიან ფილმზე დაფუძნებული სამეცნიერო-ფანატასტიკური თრილერის “კოდი 8“ გაგრძელება, მომავლის სამყაროს შესახებ, სადაც მოსახლეობის 4% სხვადასხვა ზებუნებრივ შესაძლებლობებს ფლობს. მოვლენები ვითარდება გამოგონილ ქალაქ ლინკოლნ-სიტში და მოგვითხრობს ანომალური შესაძლებლობების მქონე თინეიჯერი გოგონას მოგზაურობაზე, რომელიც მისი ძმის მკვლელობის მოწმე გახდება, დახმარებისთვის მიმართავს ყოფილ თაღლითს და მის ყოფილ თანამზრახველს. ახლა ისინი ერთად უნდა დაუპირისპირდნენ კორუმპირებულ პოლიციელებს, რომლებიც იყენებენ მოწინავე რობოტიზირებულ ტექნოლოგიას, რათა თავიდან აიცილონ მათი დანაშაულის გამოვლენა.

გამოშვების წელი: 2018
ჟანრი: სერიალები, დრამა, სათავგადასავლო, მძაფრ-სიუჟეტიანი, ფანტასტიკა
რეჟისორი: რი რუსო-ანგი, ჯინა პრინს-ბაიტვუდი
როლებში: ოლივია ჰოლტი, აუბრეი იოსეპი, გლორია რუბენი, ჯ.დ. ევერმორი, მაილზ მასენდენი
ფილმის აღწერა:
სიუჟეტი ვითარდება ორი მოზარდის ურთიერთობის გარშემო. ისინი საკუთარ თავში არაადამიანურ შესაძლებლობებს აღმოაჩენენ.

გამოშვების წელი: 2024
ჟანრი: ფილმები ქართულად, საშინელება, სათავგადასავლო, ფანტასტიკა
რეჟისორი: ფედერიკო ალვარესი
როლებში: იზაბელა მერსედი, კეილი სპეინი, არჩი რენო, დევიდ ჯონსონ ფრეი, აილენ ვუ, სპაიკ ფერნი
ფილმის აღწერა:
საკულტო საშინელებათა ფრენჩაიზის “უცხო” გადატვირთვა და მთლიანობაში მეშვიდე ფილმი, რომელშიც მოქმედება ვითარდება რიდლი სკოტის 1979 წლის “უცხოს” და ჯეიმს კამერონის 1986 წლის “უცხოს” მოვლენებს შორის, რომელიც მოგვითხრობს ახალგაზრდა გმირების ჯგუფის შესახებ, რომლებიც შორეულ კოსმოში ყოფნის დროს, სამყაროში ყველაზე საშიში სიცოცხლის ფორმას გადააწყდებიან…

გამოშვების წელი: 2015
ჟანრი: დრამა, სამეცნიერო ფანტასტიკა, ტრილერი, სერიალები
რეჟისორი: ნიკ ჰურანი
როლებში: მაიკ ფოგელი, ოზი იკხაილი, დეიზი ბეტსი, ჯორჯინა ჰეიგი, ჩარლზ დენსი
ფილმის აღწერა:
სერიალში აღწერილია უცხოპლანეტელების მშვიდობიანი შემოჭრა დედამიწაზე. გადაღებულია არტურ კლარკის ამავე სახელწოდების ცნობილი სამეცნიერო ფანტასტიკური მოთხრობის მიხედვით.