
ელიო
Elio

სათავგადასალო ანიმაციური-ფანტასტიკა, 11 წლის ბიჭის, სახელად ელიოს შესახებ, რომელიც მოულოდნელად აღმოჩნდება სამყაროს მეორე მხარეს, სადაც ახლა ახალგაზრდა გმირი მთელი ძალებით იბრძვის ადაპტირდეს უცხო გარემოში, რომელსაც უცხოპლანეტელები შეცდომით ჩენი პლანეტა დედამიწის ინტერგალაქტიკურ ელჩად თვლიან. ხოლო ამავე დროს ელიოს დედა ოლგა მუშაობს ზესაიდუმლო პროექტზე უცხოპლანეტელების შეტყობინებების გაშიფვრის მიზნით.
რეჟისორი: ედრიან მოლინა, მადლენ შარაფიანი, დომი ში
როლებში: იონას კიბრიბი, ზოი სალდანა, ბრედ გერეტი, აუგუსტ ლინი, ჯამილა ჯამილი
ფილმის სიუჟეტი:
სათავგადასალო ანიმაციური-ფანტასტიკა, 11 წლის ბიჭის, სახელად ელიოს შესახებ, რომელიც მოულოდნელად აღმოჩნდება სამყაროს მეორე მხარეს, სადაც ახლა ახალგაზრდა გმირი მთელი ძალებით იბრძვის ადაპტირდეს უცხო გარემოში, რომელსაც უცხოპლანეტელები შეცდომით ჩენი პლანეტა დედამიწის ინტერგალაქტიკურ ელჩად თვლიან. ხოლო ამავე დროს ელიოს დედა ოლგა მუშაობს ზესაიდუმლო პროექტზე უცხოპლანეტელების შეტყობინებების გაშიფვრის მიზნით.
მსგავსი ფილმები

გამოშვების წელი: 2017
ჟანრი: სათავგადასავლო, ანიმაცია, კომედია, მძაფრ-სიუჟეტიანი, საოჯახო
რეჟისორი: ედუარდო შულდტი
როლებში: ომარ ჩაპარო, ჯესიკა სედიელი, კრისტიან დე ლა ფუენტე, ჯეი მამონი
ფილმის აღწერა:
ერთ საღამოს კეთილი გულის მქონე მხიარული კონდორიტოს ლამაზი შეყვარებულის მკაცრ დედას ბოროტი უცხოპლანეტელები მოიტაცებენ. უცხოპლანეტელების საბოლოო მიზანია – მსოფლიოს დაპყრობა ძლევამოსილი ამულეტის დახმარებით. კონდორიტო პატარა ძმისწულთან ერთად მომხიბვლელ და მხიარულ კოსმოსურ მოგზაურობაში მიდის, რათა გადაარჩინოს თავისი სიყვარული და ამავე დროს მთელი პლანეტა...

გამოშვების წელი: 2024
ჟანრი: ფილმები ქართულად, ანიმაცია, ფანტასტიკა, სათავგადასავლო, საბავშვო
რეჟისორი: კრის სანდერსი
როლებში: ლუპიტა ნიონგო, პედრო პასკალი, კიტ კონორი, ბილ ნაი
ფილმის აღწერა:
სათავგადასავლო ანიმაციური ფილმი ფუტურისტული რობოტი ასისტენტის, სახელად როზის ეპიკური მოგზაურიბის შესახებ, რომლის ხომლადის ჩამოვარდნის შემდეგ, დაუსახლებელ კუნძულზე აღმოჩნდება, სადაც გონიერი როზი ახერხებს ადგილობრივებთან – მრავალრიცხოვან და მრავალფეროვან ცხოველებთან დამეგობრებას. მთავარი გმირი სწავლობს ადაპტაციას მკაცრ გარემოში და თანდათან ეუფლება ცხოველთა ენებს, რომლის დროსაც ხდება პატარა ბატის “დედა” და იძენს ცხოვრების აზრს.

გამოშვების წელი: 2018
ჟანრი: ანიმაცია, ანიმეები, სათავგადასავლო, საოჯახო, ფენტეზი
რეჟისორი: მამორუ ჰოსოდა
როლებში: რებეკა ჰოლი, ჯონ ჩო, დენიელ დეი კიმი, კრისპინ ფრიმანი, ჯენიფერ სეკიგუჩი, კოჯი იაკუშო
ფილმის აღწერა:
ანიმაციური ფენტეზი 4 წლის ბიჭის შესახებ, რომელიც სახლში პატარა დის გამოჩენასთან დაკავშირებით მაშტაბურ კრიზის განიცდის. ერთხელ პატარა გმირი სახლის უკანა ეზოში ჯადოსნურ კარიპჭეს აღმოაჩენს, რომელიც მას წარსულში მოგზაურობის საშვალებას აძლევს, სადაც იგი პატარა გოგონას შეხვდება, რომელიც მომავალში მისი დედა გახდება, და ასევე მთავარი გმირი მის დიდ ბაბუას შეხვდება. ამ თავგადასავლების შემდეგ, ბიჭი სამყაროს ახალი თვალით შეხედავს, რომელიც მას ნამდვილ უფროს ძმად გახდომაში დაეხმარება

გამოშვების წელი: 2025
ჟანრი: ფილმები ქართულად, ანიმაცია, მძაფრ-სიუჟეტიანი, დეტექტივი, კომედია, კრიმინალური, საოჯახო
რეჟისორი: პიერ პერიფელი
როლებში: სემ როქუელი, მარკ მერონი, კრეიგ რობინსონი, ენტონი რემოსი
ფილმის აღწერა:
აარონ ბლებისი ამავე სახელწოდების საბავშვო წიგნების სერიებზე დაფუძნებული 2022 წლის ანიმაციური ფილმის “ცუდი ბიჭები“ გაგრძელება ყველასათვის საყვარელი ცხოველი ბოროტმოქმედების, ახლა უკვე გამოსწრებული ცუდი ბიჭების შესახებ, რომლებიც მთელი ძალებით ცდილობენ (ძალიან, ძალიან გულმოდგინედ) იყვნენ კარგები, მაგრამ ამის ნაცვლად აღმოჩნდებიან ჩათრეულები სარისკო და გლობალურ ძარცვაში, ორგანიზებული ბოროტმოქმედების ახალი გუნდის, რომელსაც გმირები ვერც კი წარმოიდგედნენ: ცუდი გოგოების მიერ.

გამოშვების წელი: 2022
ჟანრი: ფილმები ქართულად, დრამა, თრილერი, საშინელება
რეჟისორი: დ. ჯ. კარუსო
როლებში: რეინის კუელი, ჯეიკ ჰოროვიცი, ლუსიანა ვანდეტე, ვინსენტ გალო, პენელოპა მარტონე
ფილმის აღწერა:
დრამატული თრილერი, ორი მცირეწლოვანი შვილის ახალგაზრდა მარტოხელა დედის ჯესიკას შესახებ, რომელიც ხაფანგში აღმოჩნდება, როდესაც მათ სახლში მისი ყოფილი მოძალადე ბოიფრენდი შეიჭრება, რომელიც გოგონას საკუჭნაოში გამოკეტავს, ხოლო თავად მის შვილებთან მარტო დარჩება. ახლა ჩაკეტილი სასოწარკვეთილი დედა მთელი ძალებით ცდილობს გარეთ გასვლას, რათა გადაარჩინოს თავისი შვილები მზარდი საფრთხისგან, რომელთა ყვირილი იძულებულია ჩაკეტილი კარის მიღმა მოისმინოს.
ჩაკეტილი (2022) / Chaketili (Qartulad) / Shut In (ქართულად) - iMOVS.Net

გამოშვების წელი: 2020
ჟანრი: ფილმები ქართულად, დრამა
რეჟისორი: გლენდინ ივინი
როლებში: ნაომი უოთსი, ენდრიუ ლინკოლნი, რეიჩელ ჰაუსი, ჯეკი უივერი, გია კარიდესი, ლიანა უოლსმენი, ლიზა ჰენსლი
ფილმის აღწერა:
კამერონ ბლუმის ამავე სახელწოდების ბესტსელერზე დაფუძნებული დრამა, რომელიც ახალგაზრდა დედის სემ ბლუმის შესახებ ნამდვილ ამბავს მოგვითხრობს. მისი სამყარო შოკისმომგვრელი და თითქმის სასიკვდილო უბედური შემთხვევის შემდეგ თავდაყირა დგება, რაც მთავარი გმირის პარალიზებით სრულდება და ღრმა დეპრესიაში აგდებს. იმ დროს, როცა სემის მეუღლე, მათი სამი პატარა ვაჟი და მისი დედა მთელი ძალებით ცდილობენ ახალ მდგომარეობას შეეგუონ, მოულოდნელად მათ სამყაროში დაჭრილი კაჭკაჭის სახით ახალი მოკავშირე გამოჩნდება, რომელსაც ისინი პინგვინს დაარქმევენ… ფრინველის გამოჩენას ბლუმების ოჯახში დიდი ხნის ნანატრი სიხარული მოაქვს, რომელიც საბოლოოდ მნიშვნელოვნად შეცვლის სემის ცხოვრებასაც.

გამოშვების წელი: 2024
ჟანრი: ფილმები ქართულად, საშინელება
რეჟისორი: არკაშა სტივენსონი
როლებში: ბილ ნაი, ჩარლზ დენსი, რალფ აინესონი, ნელ ტაიგერ ფრი, სონია ბრაგა
ფილმის აღწერა:
1976 საშინელებათა ფილმის “ომენი” პრიკველი, რომელიც მოგვითხრობს ახალგაზრდა ამერიკელი ქალის შესახებ, რომელსაც აგზავნიან სამუშაოდ რომის ეკლესიაში, სადაც მას სურს მთელი თავისი ცხოვრება დაუთმოს საეკლესია მსახურებას. მაგრამ მოულოდნელად ახალგაზრდა გმირი ეჭვქვეშ აყენებს საკუთარ რწმენას, როდესაც ხვდება შეთქმულთა ჯგუფს, რომლებმაც საკუთარ თავს ხორცშესხმული ბოროტების დაბადება დაუსახეს და ახლა ანტიქრისტეს მოსვლას ელიან…

გამოშვების წელი: 2019
ჟანრი: ფილმები ქართულად, სათავგადასავლო, მძაფრ-სიუჟეტიანი, ფანტასტიკა
რეჟისორი: ანა ბოდენი, რაიან ფლეკი
როლებში: ბრი ლარსონი, ჯუდი ლოუ, სემიუელ ლ ჯეკსონი, ბენ მენდელსონი
ფილმის აღწერა:
ფილმი მოგვითხრობს კაროლ დანვერსის შესახებ - თუ როგორ გახდება იგი სამყაროს ყველაზე უფრო ძლევამოსილი გმირი, როდესაც დედამიწას გალაქტიური ომების დროს უცხოპლანეტელების ორი რასა დაიპყრობს.

გამოშვების წელი: 2023
ჟანრი: ფილმები ქართულად, დრამა, კომედია, მელოდრამა
ფილმის აღწერა:
ისტორია ახალგაზრდა ქალის შესახებ, რომელიც ტრაგიკული შემთხვევის შედეგად საყვარელი ადამიანის, საქმროს მოულოდნელ დაკარგვას მძიმედ განიცდის. მთავარი გმირი გარდაცვლილი საქმროს ძველი მობილური ტელეფონის ნომერზე რომანტიკული შეტყობინებების გაგზავნით თავისი გულის ტკივილის შემსუბუქებას ცდილობს. მაგრამ აღმოჩნდება, რომ ეს ნომერი ახლა სხვა მამაკაცს ეკუთვნის, რომელიც დეპრესიაშია და ასევე საყვარელი ადამიანის დაკარგვას განიცდის.

გამოშვების წელი: 2025
ჟანრი: ფილმები ქართულად, საოჯახო, კომედია, სამეცნიერო ფანტასტიკა, ანიმაცია
რეჟისორი: დინ ფლეიშერ-კემპი
როლებში: ჰანა უოდინგემი, სიდნი აგუდონგი, თია კარერე, ბილი მაგნუსენი, მაია კეალოჰა
ფილმის აღწერა:
2002 წლის ფანტასტიკური ანიმაციური ფილმის “ლილო და სტიჩი” რიმეიკი, რომელშიც მოვლენები ვითარდება ჰავაიში და მოგვითხრობს მარტოხელა გოგოს, ლილოსა და ძაღლი/კოალას მსგავსი უცხოპლანეტელის, სახელად სტიჩის შორის ჩამოყალიბებული მეგობრობის შესახებ. სტიჩი, რომელიც შექმნილია ქაოსისა და ნგრევისთვის, ახალგაზრდა გმირს ეხმარება დანგრეული ოჯახის აღდგენაში. პროცესში მონაწილეობენ უცხოპლანეტელები, სოციალურ მუშაკები და ოჯახური კავშირების იდეა.

გამოშვების წელი: 2018
ჟანრი: ფილმები ქართულად, დოკუმენტური
რეჟისორი: კეიტ შოლეი, ალასტერ ფოვერგილი
როლებში: ოუენ უილსონი
ფილმის აღწერა:
ჩაყვინთეთ ოკეანეის გულში, რათა აღმოაჩინოთ, გაიგოთ, შეიყვაროთ სამყარო, რომელიც ჯერ კიდევ იდუმალი და გასაოცარია. სამყარო, სადაც ბუნება ქმნის მშვენიერ ფერებს, ფორმებსა და ბგერებს. ის ყველგან არის, მოიცავს დედამიწის 70% -ზე მეტს და ჩვენს სახლს აძლევს თავის ფერს და სახელს: ლურჯი პლანეტა. ამ მხიარულ და მყიფე გარემოში დელფინები გვიხელმძღვანელებენ და გვაზიარებენ ოკეანის დიდ ისტორიას.

გამოშვების წელი: 2018
ჟანრი: ფილმები ქართულად, დრამა, კომედია, მელოდრამა
რეჟისორი: იან სემუელსი
როლებში: შენონ პარსერი, კრისტინ ფროსეტი, ერჯეი კაილერი, ნოე სენტინეო, ლორეტა დივაინი, ალის ლი
ფილმის აღწერა:
თინეიჯერული კომედია საშუალო სკოლის ჭკვიან მოსწავლე სიერა ბერჯესზე, რომლის გარეგნობის გამო სკოლაში ყველასგან გარიყულია. მაგრამ როდესაც სიერას ტელეფონის ნომერი ბიჭის სახელად ჯამის ხელში შემთხვევით აღმოჩნდება, რომელსაც ჰგონია, რომ ეს ნომერი სკოლაში პოპულარულ გოგონას ვერონიკას ეკუთვნის, ჯამის გულის მოპოვების მიზნით, მთავარი გმირი იძულებული გახდება ვერონიკას დაუახლოვდეს...