
ცრემლების შემქმნელი
The Tearsmith

ბავშვთა სახლის კედლებში, სადაც ნიკა გაიზარდა, ყოველთვის ყვებოდნენ ლეგენდას: ცრემლების შემქმნელის შესახებ, იდუმალი ოსტატი, რომელიც პასუხისმგებელია ყველა შიშისა და შფოთვის შექმნაზე, რომლებიც ბინადრობენ ადამიანების გულებში. მაგრამ ჩვიდმეტი წლის ასაკში ნიკა ზღაპრებს უკან იტოვებს. ახლა მისი ყველაზე დიდი ოცნება სადაცაა ახდება. მისტერ და მისის მილიგანებმა შვილად აყვანის პროცესი დაიწყეს და მზად არიან მისცენ მას ოჯახი, რომელზეც ის ყოველთვის ოცნებობდა. თუმცა ნიკა ახალ სახლში მარტო არ არის. მასთან ერთად ბავშვთა სახლიდან გამოჰყავთ რიგელიც, მოუსვენარი და იდუმალი ობოლი, რომლის ნახვაც ნიკას ყველაზე მეტად არ სურდა ნაშვილები ძმის სახით. რიგელი ჭკვიანია, უკრავს ფორტეპიანოზე, როგორც მომოაჯადოვებელი დემონი, და ლამაზია, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი მოხიბლოს, მაგრამ მისი ანგელოზური გარეგნობა მალავს ბნელ ბუნებას. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა გმირებს აერთიანებთ საერთო წარსული, რომელიც სავსეა ტკივილითა და უბედურებით, მათი ერთად ცხოვრება შეუძლებელი ჩანს, მაგრამ სიკეთე და ბრაზი ტკივილთან გამკლავების ორი განსხვავებული გზაა, რათა დარჩე ცოცხალი და დამალო ემოციები, რომლებიც ანადგურებს მათ გულებს.
რეჟისორი: ალესანდრო ჯენოვეზი
როლებში: სიმონე ბალდასერონი, კატერინა ფერიოლი, საბრინა პარავიცინი, ალესანდრო ბედეტი
ფილმის სიუჟეტი:
ბავშვთა სახლის კედლებში, სადაც ნიკა გაიზარდა, ყოველთვის ყვებოდნენ ლეგენდას: ცრემლების შემქმნელის შესახებ, იდუმალი ოსტატი, რომელიც პასუხისმგებელია ყველა შიშისა და შფოთვის შექმნაზე, რომლებიც ბინადრობენ ადამიანების გულებში. მაგრამ ჩვიდმეტი წლის ასაკში ნიკა ზღაპრებს უკან იტოვებს. ახლა მისი ყველაზე დიდი ოცნება სადაცაა ახდება. მისტერ და მისის მილიგანებმა შვილად აყვანის პროცესი დაიწყეს და მზად არიან მისცენ მას ოჯახი, რომელზეც ის ყოველთვის ოცნებობდა. თუმცა ნიკა ახალ სახლში მარტო არ არის. მასთან ერთად ბავშვთა სახლიდან გამოჰყავთ რიგელიც, მოუსვენარი და იდუმალი ობოლი, რომლის ნახვაც ნიკას ყველაზე მეტად არ სურდა ნაშვილები ძმის სახით. რიგელი ჭკვიანია, უკრავს ფორტეპიანოზე, როგორც მომოაჯადოვებელი დემონი, და ლამაზია, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი მოხიბლოს, მაგრამ მისი ანგელოზური გარეგნობა მალავს ბნელ ბუნებას. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა გმირებს აერთიანებთ საერთო წარსული, რომელიც სავსეა ტკივილითა და უბედურებით, მათი ერთად ცხოვრება შეუძლებელი ჩანს, მაგრამ სიკეთე და ბრაზი ტკივილთან გამკლავების ორი განსხვავებული გზაა, რათა დარჩე ცოცხალი და დამალო ემოციები, რომლებიც ანადგურებს მათ გულებს.
მსგავსი ფილმები

გამოშვების წელი: 2017
ჟანრი: ფილმები ქართულად, თრილერი, საშინელება
რეჟისორი: დონ მანჩინი
როლებში: ალისონ დაუნ დოირონი, ალექს ვინსენტი, ბრედ დურიფი, ფიონა დურიფი, მეთიუ სტეფანსონი, მაიკლ ტერიოლი
ფილმის აღწერა:
ნიკა პირსმა ოთხი წელი სამკურნალო დაწესებულებაში გაატარა. მას არწმუნებენ , რომ ოჯახის დარუპვა მისი ბრალია და არა თოჯინა ჩაკის. როდესაც მკურნალი ექიმი ნიკას მკურალობის ახალ მეთოდს შესთავაზებს კეთილსახიანი თოჯინით, საავადმყოფოში ხალხი იხოცება. ნიკა ფიქრობს, რომ მისი კოშმარები რეალურია. ენდი ბარკლაი გაიზარდა და დასახმარებლად მოიჩქარის. მაგრამ მას ხელს უშლის ტიფანი, ჩაკის საცოლე, რომელიც ყველაფერს გააკეთებს შეყვარებულის დასახმარებლად.

გამოშვების წელი: 2011
ჟანრი: ფილმები ქართულად, დრამა
რეჟისორი: დიქტინა ჰუდი
როლებში: კლერ ფოი, ბენედიკტ კამბერბეტჩი, შონ ევანსი, პიტერ მაკდონალიდი
ფილმის აღწერა:
დონის და დევიდის ახალგაზრდა ოჯახი მიემგზავრება სოფელში, სადაც დევიდის ბავშვობამ განვლო. მაგრამ მათ იდილიას მისი ძმა ნიკა არღვევს.მისი გამოჩენა წყვილის ურთიერთობაზე იმოქმედებს.

გამოშვების წელი: 2023
ჟანრი: ფილმები ქართულად, ანიმაცია
რეჟისორი: ვენდი როჯერსი
როლებში: ბრაიან ტაირი გენრი, მირანდა რიჩარდსონი, ნატასია დემეტრიუ, მენდი პეტინკინი, ნოა ჯუპი, კრი სამერი
ფილმის აღწერა:
ქეით დიკამილიოს ამავე სახელწოდბის კლასიკურ რომანზე დაფუძნებული სათავგადასავლო ანიმციური ფილმი, ახალგაზრდა პიტერის შესახებ, რომელიც მთელი მონდომებით ეძებს თავის დიდი ხნის დაკარგულ დას. როდესაც ის ბაზრობაზე მკითხავს შეხვდება, ახალგაზრდა გმირს მის მიმართ ბევრი კითხვა აქვს, მაგრამ არის ერთი, რომელზეც ყველაზე მეტად ისურვებდა პასუხის მიღებას: “მისი და ჯერ კიდევ ცოცხალია? და თუ ასეა, როგორ შეუძლია მისი პოვნა? ახლა პასუხის მისაღებად მან უნდა მოძებნოს იდუმალი სპილო და ჯადოქარი, რაც პიტერს აგზავნის თავგადასავლებით სავსე მტკივნეულ მოგზაურობაში სამი, ერთი შეხედვით შეუძლებელი, დავალების შესასრულებლად, რომლებიც სამუდამოდ შეცვლის მისი ქალაქის სახეს.

გამოშვების წელი: 2017
ჟანრი: ფილმები ქართულად, თრილერი, მისტიკა, საშინელება
რეჟისორი: დეივიდ ფ. სენდბერგი
როლებში: ენტონი ლაპალია, სამარა ლი, მირანდა ოტო, ბრედ გრინკვისტი, ლულუ უილსონი, ტალიტა ბეიტმანი
ფილმის აღწერა:
მათი პატარა გოგონას ტრაგიკული გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, თოჯინების შემქმნელმა და მისმა მეუღლემ სახლში მიიღეს მონაზონი და რამდენიმე გოგონა ჩაკეტილი ბავშვთა სახლიდან, რომლებიც მალევე გახდებიან თოჯინების შემქმნელის შემოქმედების - ანაბელის სამიზნე.

გამოშვების წელი: 2019
რეჟისორი: სალივან ნაიმი
როლებში: სოლვენ ნამი, ბრუნო, სემ ელიადი, დონალ როულინგსი, შაკირა ბარერა, რობ მორგანი
ფილმის აღწერა:
მალკომი თავის საყვარელ ძაღლთან, ბრუნოსთან ერთად ცხოვრობს. ისინი ყოველთვის გასართობ მოვლენებში არიან ჩართულები.მალკომს მეგობარი გოგონა არ ჰყავს. თუმცა, ბრუნოსთან ერთად ყოფნით მთლიანად კმაყოფილია ცხოვრების, რადგან თავის საყვარელ ძაღლთან სრულ კომფორტში გრძნობს თავს. მაგრამ, როგორც ჩანს, ბრუნო ასე არ ფიქრობს და თავის მეგობარს კარგ გოგონას გააცნობს, რომელიც რომანტიკული ურთიერთობებისთვის მზად არის...

გამოშვების წელი: 2010
ჟანრი: ფილმები ქართულად, დრამა, თრილერი, მელოდრამა, მისტიკა, საშინელება
რეჟისორი: დათო ბორჩხაძე
როლებში: ნიკა ბახტაძე, რატი ბაქრაძე, რეზი გოგეშვილი, ჯეჯი სხირტლაძე, ლიკა ქორქია, სალომე ბაზარაშვილი, თინათინ დალაქიშვილი
ფილმის აღწერა:
4 მეგობრის ისტორია, რომლებიც მოგზაურობენ ზღვისპირა ქალაქ ბათუმში. იქ მისვლისას აღმოაჩენენ, რომ ქალაქი ცარიელია. ჯერ შეშინებულები და სიტუაციით დაბნეულები არიან, მაგრამ შემდეგ იწყებენ ამით სარგებლობას: ადგილების ძარცვას, გართობას და იმას, რასაც სხვაგვარად არასდროს გააკეთებდნენ. მალე მობეზრდებათ იქ ყოფნა და ქალაქიდან მიდიან. მაგრამ როდესაც ისინი შედიან გვირაბში, რომელმაც უნდა გამოიყვანოს ისინი გარეთ, კვლავ ბრუნდებიან იქ, საიდანაც დაიწყეს. რა მიმართულებითაც არ უნდა წავიდნენ, ისინი ყოველთვის ქალაქში აღმოჩნდებიან. მალე ისინი აღმოაჩენენ, რომ მარტო არ არიან...
სეზონი / Sezoni Qartulad / Sezone ქართულად

გამოშვების წელი: 2020
რეჟისორი: სკოტ ფრენკი
როლებში: ანია ტეილორ-ჯოი, ტომას სენგსტერი, ბილ კემპი, მოუსეს ინგრემი, გარი მელინგი
ფილმის აღწერა:
უოლტერ ტევისის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით გადაღებული დრამატული მინი-სერიალი, წარმოუდგენლად ნიჭიერი მოჭადრაკის შესახებ. კენტუკში მდებარე ბავშვთა სახლში მცხოვრები რვა წლის ობოლი ბეთ ჰარმონი მშვიდი, მოღუშული და არაფრით გამორჩეული გოგონა იყო. მაგრამ ერთ დღეს ყველაფერი შეიცვლება, როდესაც ბეთი პირველად ითამაშებს ჭადრაკს, რის შედეგადაც მისი გრძნობა გამძაფრდება, აზრები ნათელი გახდება, და ცხოვრებაში ის პირველად იგრძნობს თავს სრულიად კონტროლის ქვეშ. თექვსმეტი წლის ასაკში იგი უკვე აშშ-ის ღია ჩემპიონატში მონაწილეობს, რომელსაც თავისი უნარები პროფესიონალურ დონეზე აჰყავს და ცდილობს გროსმაისტერი გახდეს, მაგრამ ამაში მას მუდმივად ნარკოდამოკიდებულება უშლის ხელს. თანდათან ფსონი მაღლა იწევს, და მისი იზოლაცია სულ უფრო საშიში, ხოლო ბავშვთა სახლიდან გაქცევის აზრი უფრო მაცდური ხდება…

გამოშვების წელი: 2009
ჟანრი: ფილმები ქართულად, კომედია, საახალწლო ფილმები
რეჟისორი: გიორგი ლიფონავა, მიშა მშვილდაძე
როლებში: ვანო თარხნიშვილი, ანა სანაია, თაკო აბაშიძე, გიორგი კალანდაძე
ფილმის აღწერა:
საახალწლო ფილმი სიყვარულზე და ბიჭების და გოგონების ურთიერთობაზე. ნოდარს და ნუნუკას ნიშნობა აქვთ, მაგრამ როგორც ჩანს ნოდარი საერთოდ არ იცნობს ქალებს, როგორები არიან ისინი, და უნდა დაუმალო თუ არა მათ საკუთარი წარსული. დოლჩეს შესაბმელად თიკუნა სიურპრიზს ამზადებს და მკერდის გადიდების ოპერაციას იკეთებს. მყუდროც შეყვარებულია და არ იცის, როგორ აუხსნას სიყვარული ელენეს, მეთოდი კი, რომელსაც ის მოიფიქრებს, ათას თავსატეხს გაუჩენს. ნიკა და ნინი ბავშვს ელოდებიან, ფეხმძიმე ნინის კი ყოველ წამს სჭირდება სიყვარულის და ერთგულების მტკიცება. ბავშვს ელოდებიან ნატა და რობიკოც, ოღონდ რობიკოს მოლოდინი ძალიან კონკრეტულია, მას ბიჭი სჭირდება. ლაშა და თეკლა კი ახალ წელს სტუმრებს ელიან, ყველას, ვინც უყვართ და ვისაც უყვართ. ახალ წელს ხომ ყველას უნდა სიყვარულით სავსე გარემოში იყოს...

გამოშვების წელი: 2018
ჟანრი: ფილმები ქართულად, დრამა, დეტექტივი
რეჟისორი: ლასლო ნემეში
როლებში: იული იაკაბი, ვლად ივანოვი, ეველინ დობოში, მარცინ ჩერნეცკი, ლევენტე მოლნარი
ფილმის აღწერა:
მოვლენები 1913 წელს, პირველი მსოფლიო ომის დაწყების წინ, ევროპის შუაგულში, ბუდაპეშტი ვითარდება. ბავშვთა სახლში გაზრდილი ახალგაზრდა გოგონა აირის ლეიტერი, მაშინ ჯერ კიდევ ავსტრო-უნგრეთის ბუდაპეშტში ბრუნდება. მას ქუდების ლეგენდარულ მაღაზიაში მუშაობის დაწყება სურს, რომელიც ოდესღაც მის გარდაცვლილ მშობლებს ეკუთვნოდა, მაგრამ მაღაზიის ახალი მფლობელი ოსკარ ბრილი გოგონას არა მხოლოდ უარს ეუბნება, არამედ ასევე მთელი ძალებით ცდილობს მისი ქალაქიდან გაძევებას. თუმცა აირისი სულაც არ აპირებს ასე სწრაფად დატოვოს ბუდაპეშტი. მთავარი გმირი თავისი ოჯახის ბნელი წარსული საუდუმლოების გამოძიებას დაიწყებს და მისი ძმის არსებობის შესახებ შეიტყობს, რომელიც მას არასოდეს უნახავს. გამოძიებას იგი ბუდაპეშტის ბნელ ქუჩებში მიჰყავს, სადაც ცივილიზაციის მღელვარების დაცემის მიჯნაზე, მხოლოდ ქუდების მაღაზია ანათებს.

გამოშვების წელი: 1996
ჟანრი: ფილმები ქართულად, რომანტიული, კომედია
რეჟისორი: დევიდ ო. რასელი
როლებში: ბენ სთილერი, პატრიცია არკეტი, ტეა ლეონი, მერი ტაილერ მური, ჯორჯ სიგალი, ალან ალდა
ფილმის აღწერა:
მელ კოლინი, რომელიც თავად ნაშვილებია, ახლა მამა გახდა.იგი ფიქრობს, რომ მას არ შეუძლია მისცეს თავისი გვარი შვილს, სანამ არ გაიგებს, თუ ვინ იყვნენ მისი ნამდვილი მშობლები.მელი განიზრახავს მათ მოძებნას.იგი მოგზაურობაში მეუღლესთან და შვილად აყვანის აგენტთან ერთად მიეშურება.

გამოშვების წელი: 2017
ჟანრი: ფილმები ქართულად, კომედია
რეჟისორი: სალვო ფიკარა, ვალენტინო პიკონე
როლებში: სალვო ფიკარა, ვალენტინო პიკონე, ვინჩენცო ამატო, ანტონიო კატანია, ლეო გულოტა, ტონი სპერანდეო
ფილმის აღწერა:
სატირული კომედია ყოველთვის აქტუალური პოლიტიკური თემის შესახებ, სადაც მოვლენები ერთ პატარა სიცილიურ ქალაქში ვითარდება, რომლის მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლების ყოვლისმომცველი კორუფციით და უკანონობით დაიღალა. ისინი ახალ მერს აირჩევენ – წარმოუდგენლად პატიოსანი ადამიანი, რომელიც ხალხს ბრძოლას დაპირდება ყველაფრის წინააღმდეგ, რაც კანონს ეწინააღმდეგება. და ეს მხოლოდ ცარიელი სიტყვები არ არის. ის ამ დაპირებას ზედმიწევნითი ასრულებს. მაგრამ როგორც შემდგომ აღმოჩნდება ქალაქის ყველა მაცხოვრებელი არ იყო მზად ასეთი მკვეთრი ცვლილებებისთვის ...

გამოშვების წელი: 2012
ჟანრი: ფილმები ქართულად, დრამა, ბიოგრაფიული, ისტორიული
რეჟისორი: ნიკოლაი არსელი
როლებში: ალისია ვიკანდერი, მედს მიკელსენი, მიკელ ფოლსგაარდი, ტრინე დიურჰოლმი
ფილმის აღწერა:
ახალგაზრდა დედოფალს რომელსაც შეურაცხადი მეუღლე ჰყავს, მისი მკურნალი ექიმი შეუყვარდება. ერთად ისინი რევოლუციას წამოიწყებენ, რომელიც მთელი ნაციის ცხოვრებას შეცვლის. ეს არის ისტორია მამაცი იდეალისტების შესახებ, რომლებიც ყველაფერზე მიდიან ადამიანებისთვის თავისუფლების მოსატანად და ყველაზე მეტად ეს არის ამბავი ვნებიანი და აკრძალული სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ, რომელმაც მთელი ერის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.