
იდეალური დღეები
Perfect Days

მოვლენები ვითარდება ტოკიოს ერთ-ერთ საზოგადოებრივ ტუალეტში, რომელიც არის ურბანული რეკონსტრუქციის რეალური პროექტის ნაწილი. ჰირაიამა ტოკიოში ტუალეტის დამლაგებლად მუშაობს და როგორც ჩანს, ის სრულიად კმაყოფილია თავისი უბრალო ცხოვრებით. მთავარი გმირი ეწევა სტრუქტურირებულ ყოველდღიურ ცხოვრებას და თავისუფალ დროს უთმობს მუსიკისა და წიგნებისადმი გატაცებას, რომელსაც ასევე უყვარს ხეები და იღებს მათ სურათებს. მაგრამ მოულოდნელი შეხვედრების სერია სამუდამოდ ცვლის მის გაზომილ არსებობას, რომლის დროსაც თანდათან ვლინდება მისი იდუმალი წარსული.
რეჟისორი: ვიმ ვენდერსი
როლებში: კოძი იაკუსიო, არისა ნაკანო, ტოკიო ემოტო, ტომოკაძუ მიურა, იურიკო კავასაკი
ფილმის სიუჟეტი:
მოვლენები ვითარდება ტოკიოს ერთ-ერთ საზოგადოებრივ ტუალეტში, რომელიც არის ურბანული რეკონსტრუქციის რეალური პროექტის ნაწილი. ჰირაიამა ტოკიოში ტუალეტის დამლაგებლად მუშაობს და როგორც ჩანს, ის სრულიად კმაყოფილია თავისი უბრალო ცხოვრებით. მთავარი გმირი ეწევა სტრუქტურირებულ ყოველდღიურ ცხოვრებას და თავისუფალ დროს უთმობს მუსიკისა და წიგნებისადმი გატაცებას, რომელსაც ასევე უყვარს ხეები და იღებს მათ სურათებს. მაგრამ მოულოდნელი შეხვედრების სერია სამუდამოდ ცვლის მის გაზომილ არსებობას, რომლის დროსაც თანდათან ვლინდება მისი იდუმალი წარსული.
მსგავსი ფილმები

გამოშვების წელი: 2019
ჟანრი: ფილმები ქართულად, დრამა, საშინელება, ფენტეზი
რეჟისორი: მაიკ ფლენეგანი
როლებში: რებეკა ფერგიუსონი, ემილი ელინ ლინდი, ევან მაკგრეგორი, ჯეიკობ ტრემბლი
ფილმის აღწერა:
სტივენ კინგის ამავე სახელწოდების ბესტსელერის ეკრანიზაცია და ლეგენდარული “ნათების” სიქველი, რომელშიც მოვლენები 40 წლის შემდეგ ვითარდება და დენი ტორენსის შესახებ მოგვითხეობს, მწერლის ვაჟი, რომელსაც სტენლი კუბრიკის ფილმში “ნათება” ჯეკ ნიკოლსონი თამაშობდა. ოთხი ათწლეულის მანძილზე ის ფსიქოლოგიური ტრავმის შედეგებს ებრძვის, რომელსაც იზოლირებულ სასტუმრო “ოვერლუკში” მას და მის მშობლებს თავს გადამხდარი მოვლენები გამოიწვევს. დენი მისი მისტიკური შესაძლებლობების – “ნათების” – ჩახშობას ალკოჰოლის დახმარებით ცდილობს, რითაც იგი მამის კვალს მიჰყვება. მაგრამ ერთ დღეს ის სმის მიტოვებას გადაწყვეტს და ჰოსპისში დაიწყებს მუშაობას, სადაც უიმედო ავადმყოფ პაციენტებს ეხმარება და თავისი ნიჭის დახმარებით, მათ სიკვდილისთვის ამზადებს. ასე იღებს დენი მეტსახელს “ექიმი ძილი”. საავადმყოფოში მთავარი გმირი გოგონას აბრა სტოუნს შეხვდება, რომელიც ასევე ზებუნებრივ შესაძლებლობებს ფლობს. გოგონა დენის იდუმალი ჯგუფის შესახებ უამბობს, რომლის წევრები ენერგეტიკული ვამპირები არიან – ფსიქიკური არსი, რომლებიც “ნათების” ნიჭით დაჯილდოებული ადამიანების სიკვდილის დროს ჩნდებიან. აბრა შემთხვევით თვითმხილველი ხდება იმასა, თუ როგორ კლავენ იდუმალი ჯგუფს წევრები ბიჭს, ხოლო შემდეგ თავად გახდება მათი სამიზნე. გოგონა დენის მიმართავს დასახმარებლად, და ერთად ისინი იდულამ ჯგუფს უპირისპირდებიან.

გამოშვების წელი: 2023
ჟანრი: ფილმები ქართულად, დრამა, სპორტული, კომედია
რეჟისორი: რეი რომანო
როლებში: ლორი მეტკაფი, რეი რომანო, იაკობ ვარდი, სედი სტენლი, ტონი ლო ბიანკო
ფილმის აღწერა:
ლეო რუსო, მის მეუღლესთან, ანგელასთან, მათ მორცხვ, მაგრამ ნიჭიერ შვილთან და ლეოს იტალიელ-ამერიკელი ნათესავების, მეზობლებისა და მეგობრების მჭიდრო ქსელთან ერთად, უბრალო ცხოვრებით ცხოვრობს კუინსში. მამამისთან და უმცროს ძმასთან ერთად საოჯახო სამშენებლო ბიზნესში მომუშავე, საკმარისად ბედნიერი, ლეო ცხოვრობს მხოლოდ კოლეჯის კალათბურთის თამაშებისთვის და არასოდეს უშვებს შესაძლებლობას, გაახაროს თავისი ერთადერთი შვილი. როდესაც კოლეჯის მოსწავლე იღებს კოლეჯის კალათბურთის თამაშის გასაოცარ და ცხოვრების შეცვლის შესაძლებლობას, მთავარი გმირი იყენებს შანს დაგეგმოს თავისი მომავალი ოჯახის სამშენებლო ბიზნესისგან მოშორებით. მაგრამ, როცა მოულოდნელი მწუხარება ემუქრება კალათბურთის გუნდს, ლეო უეცარ ზომებს იღებს, რათა მისი შვილი ამ ახალ გზაზე დარჩეს.

გამოშვების წელი: 2017
ჟანრი: ჩახმოვანებული ფილმები, სერიალები, სამეცნიერო ფანტასტიკა, კომედია
რეჟისორი: სეთ როგენი, ივენ გოლდბერგი
როლებში: ჯოშ ჰატჩერსონი, ხეილი ჯოელ ოსმენტი, ელიზა კუპი, გლენ ჰედლი, ედ ბეგლი მლ.ი
ფილმის აღწერა:
მთავარი გმირი ჯოშ ფუტერმენია, რომელსაც ცდილობს გაერკვეს მის ცხოვრებაში. მას ყველაფერი აინტერესებს რაც სამეცნიერო ფანტასტიკასთანაა კავშირში, ცხოვრობს მშობლებთან ერთად, შემოსავალი არც ისე ბევრი აქვს, მუშაობს პატარა სამეცნიერო ცენტრში, თავისუფალ დროს უყვარს ვიდეო თამაშებით გართობა. საყვარელი თამაშის თამაშისას იგი ნამდვილი გმირი გახდება, შძლებს გაიაროს ყველა დონე და გახდეს პირველი ადამიანი, რომელმაც ასეთ შედეგს მიაღწია. მოგვიანებით გაიგებს , რომ ეს თამაში შექმნეს არა გართობისათვის, არამედ იმისათვის რომ ეპოვათ ადამიანი, რომელიც შეძლებდა ცივილიზაციის გადარჩენას.

გამოშვების წელი: 1998
ჟანრი: ფილმები ქართულად, დრამა, რომანტიული, დეტექტივი, კრიმინალური, ტრილერი
რეჟისორი: ჯონ მაკნოტონი
როლებში: კევინ ბეიკონი, მეთ დილონი, ნივ კემპბელი, ტერეზა რასელი, დენიზ რიჩარდსი, დაფნა რუბინ-ვეგა, ბილ მიურეი
ფილმის აღწერა:
უნივერსიტეტის თანამშრომელს ბრალს სდებენ ორი სტუდენტი გოგონას გაუპატიურებაში, მაგრამ ყველაფერი არც ისე მარტივადაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს - ჯერ კიდევ გასარკვევია, თუ ვინ არის მსხვერპლი და ვისი მოფიქრებული გეგმით ვითარდება მოვლენები ...

ფილმის აღწერა:
სიუჟეტი ერთდროულად ორ ისტორიას მოგვითხრობს, რომლებიც მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს ერთმანეთთან და სრულიად განსხვავებული. ერთი გვეპატიჟება ჩავყვინთოთ იდუმალი მარუს ისტორიაში. ის მცველ კირუკოსთან ერთად "სამოთხეს" ეძებს. ეს არის სამყარო, რომელიც დიდი ხნის წინ დანგრეულად ითვლება, მაგრამ მკვლევარებს თავისი საიდუმლოებები არ გაუმხილა. ბევრი საშინელი მონსტრი და სხვა იდუმალი არსებები ცხოვრობდნენ, რის გამოც ასეთი იდუმალი სამყაროს მონახულება შეიძლება იყოს სავსე ყველაზე მოულოდნელი შედეგებით. მეორე სიუჟეტი მაყურებელს ტოკიოში მიჰყავს, სადაც „სამოთხეს“ ვეწვევით. ქალაქი გამაგრებულია უზარმაზარი კედლებით, რომლებიც ხელს უწყობენ გარესამყაროს პრობლემებისგან თავის დაღწევას. შიგნით ცხოვრება გაჩაღდა: მოზარდები ერთმანეთის სასიკეთოდ ცდილობენ, ბავშვები კი წარმოუდგენელ ნიჭს აჩვენებენ, ხდებიან უკეთესი და უკეთესი. „სამოთხის“ ყველა მცხოვრებს არაერთხელ უფიქრია, რა ხდება სინამდვილეში კედლების მიღმა. თუმცა, პასუხი ბევრისთვის ჯერ კიდევ საიდუმლოა.

გამოშვების წელი: 2017
ჟანრი: ფილმები ქართულად, დრამა, მისტიკა, საშინელება
რეჟისორი: გიორგოს ლატიმოსი
როლებში: ნიკოლ ქიდმანი, კოლინ ფარელი, ალისია სილვერსთოუნი, ბარი კეოგანი, რაფეი კასიდი
ფილმის აღწერა:
ფილმის მთავარი გმირი, კარდიოქირურგი სტივენი, ბედნიერია მის ცოლთან ერთად. იგი ხშირად ხვდება და დროს ატარებს 16 წლის მოზარდ მარტინთან ერთად, რომელიც ზუსტად იმ ასაკშია, როდესაც უფროსების თანადგომა სჭირდება. მაგრამ ვინ არის მარტინი? რატომ უთმობს ამდენ დროს ქირურგი მას?

გამოშვების წელი: 2020
ჟანრი: ანიმაცია, მძაფრ-სიუჟეტიანი, სერიალები, ფენტეზი
რეჟისორი: შანტ ნიგოგოსიანი
როლებში: კლაუდია კრისტიანი, ჯეისონ ო’მარა, დერეკ ფილიპსი, ილაის ტუფექსისი, კრის დიამანტოპოლოსი, ადეტოკუმბო მაკორმაკი, მეტიუ მერსერი, მემი გამერი, ადამ კროუსდელი
ფილმის აღწერა:
მოვლენები ბერძნული მითოლოგიის სამყაროში ვითარდება და ზევსის ვაჟის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ზეცის და მიწის გადარჩენას ცდილობს. ოლიმპოს ღმერთებსა და ქირონის ტიტანებს შორის ომის დროს, ძველი საბერძნეთის განაპირას მცხოვრები უბრალო ბიჭი, სახელად ჰერონი ბოროტი დემონების არმიასთან ბრძოლაში კაცობრიობის და ოლიმპოს გადარჩენის მთავარი იმედი ხდება მას შემდეგ, რაც მთავარი გმირი მისი წარმოშობის საიდუმლოს გამოავლენს…

გამოშვების წელი: 2002
ჟანრი: ფილმები ქართულად, დრამა, სათავგადასავლო, კომედია
რეჟისორი: ბობ გეილი
როლებში: ჯეიმს პოლ მარსდენი, გარი ოლდმენი, მაიქლ ჯ ფოქსი, მელისა ედი, მეთიუ ედისონი, პოლ ბროგრენი, უეინ რობსონი
ფილმის აღწერა:
ნეილი კმაყოფილია თავისი ცხოვრებით: მას მდიდარი მშობლები, სიმპატიური საცოლე და მომავალში იურისტის ბრწყინვალე კარიერა ელოდება, მაგრამ ბოლო დროს მას სიზმარში ვიღაც გოგო ესიზმრება, რომელიც ვერაფრით ვერ ამოიგდო თავიდან.

გამოშვების წელი: 1966
ჟანრი: ფილმები ქართულად, დრამა, თრილერი, მისტიკა
რეჟისორი: მიქელანჯელო ანტონიონი
როლებში: ვანესა რედგრეივი, სარა მაილზი, დევიდ ჰემინგსი, ჯონ კასტლი, ჯეინ ბირკინი, ჯილიან ჰილსი
ფილმის აღწერა:
ისტორია ახალგაზრდა, ნიჭიერი ფოტოგრაფის, რომელიც ქალაქის პარკში მუშაობს და იღებს ადამიანებს, რომლებიც მოსწონს.ლონდონი თავისი ფეშენებელური ცხოვრებით, პოპ მუსიკა, მარიხუანა და მარტივი სექსი არის მისი ცხოვრება. ერთხელ მას ახალგაზრდა წყვილი დააინტერესებს.თავიდან შეყვარებული წყვილი ჰგონია, მაგრამ მალე ირკვევა კრიმინალური დეტალები.

გამოშვების წელი: 2025
ჟანრი: ფილმები ქართულად, მძაფრ-სიუჟეტიანი, კრიმინალური, თრილერი
რეჟისორი: დევიდ აიერი
როლებში: ჯეისონ სტეითემი, ჯეისონ ფლემინგი, მერაბ ნინიძე, მაქსიმილიან ოსინსკი
ფილმის აღწერა:
ლევონ კეიდმა დატოვა თავისი საიდუმლო სამასახურის აგენტის პროფესია, რათა გამხდარიყო მუშა და ემუშავა მშენებლობაზე. მას სურს იცხოვროს უბრალო ცხოვრებით და იყოს კარგი მამა მისი ქალიშვილისთვის. მაგრამ როდესაც მისი უფროსის თინეიჯერი ქალიშვილი ჯენი დაიკარგება, მან უნდა გამოიყენოს ის უნარები, რამაც იგი ლეგენდარულ ფიგურად აქცია საიდუმლო ოპერაციების ბნელ სამყაროში. მის ნადირობას დაკარგულ კოლეჯის სტუდენტზე მთავარი გმირი მიჰყავს ბოროტი დანაშაულებრივი შეთქმულების გულში, რაც ქმნის ჯაჭვურ რეაქციას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მის ახალ ცხოვრებას.

გამოშვების წელი: 2018
ჟანრი: ფილმები ქართულად, დრამა, დეტექტივი
რეჟისორი: ლასლო ნემეში
როლებში: იული იაკაბი, ვლად ივანოვი, ეველინ დობოში, მარცინ ჩერნეცკი, ლევენტე მოლნარი
ფილმის აღწერა:
მოვლენები 1913 წელს, პირველი მსოფლიო ომის დაწყების წინ, ევროპის შუაგულში, ბუდაპეშტი ვითარდება. ბავშვთა სახლში გაზრდილი ახალგაზრდა გოგონა აირის ლეიტერი, მაშინ ჯერ კიდევ ავსტრო-უნგრეთის ბუდაპეშტში ბრუნდება. მას ქუდების ლეგენდარულ მაღაზიაში მუშაობის დაწყება სურს, რომელიც ოდესღაც მის გარდაცვლილ მშობლებს ეკუთვნოდა, მაგრამ მაღაზიის ახალი მფლობელი ოსკარ ბრილი გოგონას არა მხოლოდ უარს ეუბნება, არამედ ასევე მთელი ძალებით ცდილობს მისი ქალაქიდან გაძევებას. თუმცა აირისი სულაც არ აპირებს ასე სწრაფად დატოვოს ბუდაპეშტი. მთავარი გმირი თავისი ოჯახის ბნელი წარსული საუდუმლოების გამოძიებას დაიწყებს და მისი ძმის არსებობის შესახებ შეიტყობს, რომელიც მას არასოდეს უნახავს. გამოძიებას იგი ბუდაპეშტის ბნელ ქუჩებში მიჰყავს, სადაც ცივილიზაციის მღელვარების დაცემის მიჯნაზე, მხოლოდ ქუდების მაღაზია ანათებს.

გამოშვების წელი: 2016
ჟანრი: ფილმები ქართულად, სათავგადასავლო, კომედია
რეჟისორი: დენ მაზერი
როლებში: ჯულიანა ჰაფი, რობერტ დე ნირო, ზაკ ეფრონი, ობრი პლაზა, დერმოთ მალრუნი, ზოა დოიჩი
ფილმის აღწერა:
სექსუალური სურვილების მქონე ბაბუა თავის შვილიშვილს სთხოვს გაყვეს ერთდღიან მოგზაურობაში, როგორც ჩანს ეს გასეირნება შვილიშვილის ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის.